23:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 12:38:58, 1595 ნახვა

ომი უკრაინაში
3 მილიონი უკრაინელი ევროკავშირის ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნდა

 3 მილიონი უკრაინელი, რომლებმაც უკრაინა ომის გამო დატოვეს, ევროკავშირის ქვეყნებიდან უკვე სამშობლოში დაბრუნდა,- ამის შესახებ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა განაცხადა.

 მისივე თქმით,  ომის დაწყების შემდეგ, 3,2-დან 3,7 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი ევროკავშირში ცხოვრობს. მთლიანობაში, ევროკავშირის საზღვარი 6,7 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა.

„ჩვენი მონაცემებით, 6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით 3 მილიონი უკვე დაბრუნდა. დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა",- აცხადებს იოჰანსონი.

ევროკომისარის თქმით,უკრაინელი ლტოლვილების ნაკადი ევროპის ქვეყნებში თითქმის დაუბრუნდა რუსეთის სამხედრო შემოჭრის დაწყებამდე 24 თებერვლის დონეს.

გაერო-ს მონაცემებით, 6 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 8,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, 3,2 მილიონი დაბრუნდა ქვეყანაში. ამჟამად რუსეთში ცხოვრობს უკრაინის 1,5 მილიონი მოქალაქე. პოლონეთმა მიიღო 1,2 მილიონი ადამიანი, მოლდოვამ - 83,800 ადამიანი, რუმინეთმა - 83,700 ადამიანი და სლოვაკეთმა - 80,500 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics