00:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 15:53:16, 1531 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო - რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება G20-ის შეხვედრა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს

ყველას ინტერესია, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და დაცვა უზრუნველვყოთ. - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოიყენოს G20-ის შეხვედრა ამ კვირაში, როგორც პლატფორმა საკუთარი მიზნებისთვის.

"ჩვენი ყველას ინტერესშია უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და დაცვა. ეს არის საეერთო პასუხისმგებლობა. ჩვენ უბრალოდ არ დავდგებით განზე და არ მივცემთ უფლებას რუსეთს გამოიყენოს ეს შეხვედრა საკუთარი მიზნების განხორცილების პლატფორმად". - განაცხადა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics