03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 16:36:49, 1680 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში, ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, შეიარაღებული ძალების მიერ მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზის განადგურების შედეგად, 200-ზე მეტი რუსი სამხედრო განადგურდა, ხოლო 300-ზე მეტი კი დაშავდა,- ამის შესახებ ქალაქმის მერმა ივან ფედოროვმა ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგის ბაზის განადგურებისას ლიკვიდირებული იქნა ყაზარმები,  საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობები

„დანაკარგების შესახებ სანდო ინფორმაციით, შეიძლება ითქვას, რომ 200-ზე მეტი რაშისტი მთლიანად განადგურდა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა”,- განაცხადა ფედოროვმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოწინააღმდეგეებმა მელიტოპოლში ოთხი სამხედრო ბაზა გახსნეს,

ამასთან, 3 ივლისს ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ  მელიტოპოლის აეროდრომი, როგორც მტრის სამხედრო ბაზა, აღარ არსებობდა, ვინაიდან ის უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics