02:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 14:08:34, 1557 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერი - ქვეყნის აღსადგენად 700 მილიარდ დოლარზე მეტი გვჭირდება

უკრაინაში რუსული ძალების მიერ გამოწვეული ზარალის გათვალისწინებით, ომის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას სჭირდება 700 მილიარდ დოლარზე მეტი მისი აღდგენისთვის,- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიალმა

 უკრაინის აღდგენის შესახებ გამართულ კონფერენციაზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა არის „ დემოკრატიული სამყაროს მთავარი საერთო ამოცანა“ და ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, რათა დაეხმაროს უკრაინას აღდგენის სამუშაოებში.

 უკრაინას 750 მილიარდი დოლარი სჭირდება სამეტაპიანი აღდგენის გეგმისთვის. 100 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას რუსული აგრესიის გამო, . რუსეთის ხელისუფლებამ წამოიწყო ეს სისხლიანი ომი. მათ გამოიწვიეს ეს მასიური ნგრევა და მათ პასუხი უნდა აგონ ამაზე", - თქვა მან. 

აღდგენის გეგმაზე საუვრისას, შმიგალი განმარტავს, რომ უკრაინის აღდგენის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა მოდიოდეს რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივებიდან. მან დაასახელა დაუზუსტებელი შეფასებები, რომ ასეთი თანხები ახლა 300-დან 500 მილიარდ დოლარამდეა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics