02:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 10:29:36, 1565 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა დამპყრობლებმა ბახმუტში, ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ოთხი კი დაშავდა

რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტში, ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო ოთხი კი დაშავდა,- ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტანტინოვკაში სამედიცინო დახმარება 2 ადამიანს აღმოუჩინეს, ამასთნ, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დროისთვის შეუძლებელია.

„4 ივლისს რუსებმა დონეცკის რაიონში ბახმუტში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, კიდევ 4 ადამიანი დაშავდა“, - წერს კირილენკო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ბახმუტსა და სევერსკზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. 

მათი თქმით, ოკუპანტები გააგრძელებენ ბახმუტ-ლისიჩანსკის გზატკეცილის დასავლეთით გადაადგილებას, რათა საბოლოოდ მიუახლოვდნენ ახალ ქალაქებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics