03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 17:16:21, 1615 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუკაშენკო უკრაინის ომზე - მონაწილეობა დიდი ხნის წინ განვსაზღვრე

ბელარუსის მმართველი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მან "დიდი ხნის წინ განსაზღვრა" ბელარუსის როლი უკრაინა-რუსეთის ომში. 

3 ივლისს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაში, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ და ბელორუსმა დიდი ხნის წინ შექმნეს "შეიარაღებული ძალების ერთიანი ჯგუფი".

„ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსებს ამ ბრძოლაში. ვინც გვსაყვედურობს, არ იცოდით, რომ ყველაზე ახლო ალიანსი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან? იმ სახელმწიფოსთან, რომლითაც ვაშენებთ ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს. - მოკავშირე სახელმწიფო, სადაც კავშირში ორი დამოუკიდებელი ხალხია.და რომ მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელორუსისა და რუსეთის კავშირში? ფაქტობრივად, ერთი ჯარი. თქვენ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გვსაყვედურობთ დღეს? ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან ერთად. „სპეციალურ ოპერაციაში“ ჩვენი მონაწილეობა დიდი ხნის წინ განვსაზღვრე“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მანვე დასძინა, რომ  „ბელარუსები არ დაუშვებენ, რომ რუსს ზურგში ესროლონ“. 

 შეგახსენებთ, რომ  2 ივლისს ლუკაშენკომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუსის ტერიტორიაზე რაკეტების გასროლაში დაადანაშაულა .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics