13:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 11:01:12, 1523 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - 1 027 ქალაქი გავათავისუფლეთ, 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ათასზე მეტი დასახლება, მაგრამ კიდევ 2,6 ათასი რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ქალაქზე განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა.

"ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 1 027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2 610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მათი უმეტესობა უნდა აღვადგინოთ. ასობით მათგანი მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ და ფაქტობრივად, ხელახლა ასაშენებელია. გარდა ამისა, უკრაინის სხვა რეგიონების ათეულობით ქალაქი რაკეტებით დაიბომბა, განადგურდა ასობით საწარმო, მათ შორის არის რთული, ძალიან სახიფათო მრეწველობა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics