00:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 18:47:21, 558 ნახვა

ეკონომიკა
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა

„რამადა თბილისი“ სტუმრებს 4 კატეგორიის 125 კომფორტულ ოთახს სთავაზობს.

სასტუმროს რესტორნის სახელი მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა და ერთ-ერთი უძველესი, კოლორიტული უბნის, ვერის სახელი ეწოდა. რესტორანი „ვერა“ სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილია, რომელიც სტუმრებს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული ქართული კერძებით მასპინძლობს. აქვეა განთავსებული ბარი, რომელშიც  წასახემსებლებისა და საავტორო კოქტეილების დიდი არჩევანია.

ხელსაყრელი მდებარეობა და ნათელი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახები შესანიშნავი არჩევანია კორპორაციული შეკრებების, წვეულებებისა თუ ტრენინგების დასაგეგმად.

ბრენდი "რამადა" 1954 წელს შეიქმნა. დღეს ის 850-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელია.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 18 მილიონი აშშ დოლარია. ამჟამად სასტუმროში დასაქმებულია 80 ადამიანი. დაგეგმილია დასაქმებულთა რაოდენობის 120-მდე გაზრდა.

სასტუმროს მართავს „ამბერ ჯგუფი“, ქართული კომპანია, რომელიც ამ ბიზნესს 2019 წელს სასტუმრო "გუდაური ლოჯის" გახსნით შეუერთდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics