06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 10:12:13, 1335 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა მიკოლაევში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები მოხდა, რუსი დამპყრობლები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრნენ. ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა  განაცხადა. 

"დილით მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები გაისმა. მაშველები და ექიმები უკვე წავიდნენ ადგილებზე. ყველა ინფორმაციას მოგვიანებით მოგცემთ. არ გამოაქვეყნოთ მისამართი და ფოტოები დაბომბვის ადგილებიდან, ნუ შეუქმნით საფრთხეს მათ, ვინც ახლა იქ ხალხს იხსნის“, - განაცხადა მერმა. 

მიკოლაევის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმმის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. 

"მრავალსართულიან კორპუსში შეჯახების შემდეგ, ამ დროისთვის არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელიც", - განაცხადა კიმმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics