06:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 18:02:01, 1050 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - თუ კიევი ნაციონალისტებს იარაღის დაყრას უბრძანებს, საომარი მოქმედებები 24 საათში შეწყდება

უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა „დღის ბოლომდე“ დასრულდეს, თუ კიევი ნაციონალისტებს იარაღის დაყრას უბრძანებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ასევე საჭიროა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დადონ იარაღი და შესრულონ რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობები.

„უკრაინულ მხარეს შეუძლია ყველაფერი 24 საათში შეაჩეროს. ჩვენ გვჭირდება ბრძანება ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დადონ იარაღი, ბრძანება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დადონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები. ამის შემდეგ ყველაფერი შეიძლება დღის ბოლომდე დასრულდეს“,- განაცხადა პესკოვმა.

გარდა ამისა, პესკოვმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის და მიზნებიც მიიღწევა.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, რომ სპეცოპერაცია მიდის გეგმის მიხედვით და მიიღწევა მიზნების მიხედვით“, - განაცხადა სპიკერმა.

ამასთან, მან უარყოფითად უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა რუსულ მხარეს უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების სავარაუდო ვადა., მან უპასიხა: „არა, დანარჩენი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის აზრებია“.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics