06:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 16:26:28, 1066 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, საზღვარზე ბელარუსის არმიის 6-მდე ბატალიონია გაძლიერებული

ბელარუსის შეიარაღებული ძალების 6-მდე ბატალიონი გაძლიერებულია ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე და ცდილობს საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე რაიონებში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

ასევე, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო იარაღის გამოყენებისა და ბელარუსის ტერიტორიიდან საჰაერო თავდასხმების საფრთხე კვლავ რჩება.

"ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული ქვედანაყოფები, 6-მდე ბატალიონი, აძლიერებენ ბელარუსი-უკრაინის საზღვრის მონაკვეთს ბრესტისა და გომელის რეგიონებში და ცდილობენ საჰაერო დაზვერვის ჩატარებას უკრაინისა და პოლონეთის მოსაზღვრე რაიონებში",- განაცხადა მოტუზიანიკმა.

შედგახსენებთ, რომ ბელარუსის ჯარების სამობილიზაციო წვრთნები გომელის რეგიონში 22 ივნისიდან გრძელდება. 26 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია აძლიერებს სამხედრო ყოფნას ბელარუსსში. რუსები ასევე გეგმავენ ბარანოვიჩის აეროდრომზე 10 სამხედრო თვითმფრინავის გადაყვანას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics