06:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 15:59:17, 1328 ნახვა

ომი უკრაინაში
ერდოღანი - თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის წუხილები

თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის, 70-წლიანი წევრის, უსაფრთხოების წუხილები. - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით,თურქეთი შვედეთისგან და ფინეთისგან შედეგებს ელის.

"გავმართავთ ოთხმხრივ შეხვედრას და ვნახავთ რა პოზიციამდე მივლენ. არ გვინდა სიტყვები, გვინდა შედეგები. თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ს წევრობა სურთ, უნდა გაითვალისწინონ თურქეთის, 70-წლიანი წევრის, უსაფრთხოების წუხილები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი თურქეთოა. თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ადანაშაულებს ქურთული ბოევიკების წევრების შეფარებაში, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.ერდოღანმა დაადანაშაულა სტოკჰოლმი უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებისა და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიწოდებაში , რომელსაც ანკარა ადანაშაულებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორკესტრირებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics