06:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 01:52:29, 2680 ნახვა

ომი უკრაინაში
13 დაღუპული და 60 დაშავებული - კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგი საბოლოო არაა

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 60 - დაშავდა. 

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, შესაბამისად ეს მონაცემები განახლებადია. 

New York Times-ის კორესპონდენტი ვალერი ჰოპკინსი კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრთან აღმოჩნდა, რომელიც რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ დაიწვა.

ნანახის შთაბეჭდილებები მან მკითხველს Twitter-ზე გაუზიარა.

"კრემენჩუგში ვარ ყოფილი ამსტარის სავაჭრო ცენტრის ადგილზე. 13 ადამიანი დაიღუპა, 25 საავადმყოფოში. ნახშირბადის ცხედრის ფოტო ვნახე, მომეჩვენა, რომ ქალი ტანჯვაში ტრიალებდა", - წერს ის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემენჩუკში სარაკეტო თავდასხმა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე მოხდა. ზელენსკის თქმით, შეტევისას სავაჭრო ცენტრში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics