00:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 17:11:36, 1224 ნახვა

ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების  ხელშეწყობაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ თბილისში, სასტუმრო "უინდემ გრანდ თბილისში" გამართულ ღონისძიებაზე  სახელწოდებით „მუნიციპალიტეტები მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისთვის," სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამუშაო ვერსიების ძირითადი საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მიზანს ასევე წარმოადგენდა ზემოთაღნიშნული კუთხით მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და სამოქმედო გეგმების მომზადების,  მონაცემების დამუშავების მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო" (CBIT ITF) ტექნიკური მხარდაჭერით. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ და მისი აღმასრულებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), განხორცილებას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics