|
2022-06-17 13:01:30, 1260 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორთან ერთად აქტიურმა მუშაობამ ქვეყანას მაისის თვეში 258 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა
განსაკუთრებით წარმატებული შედეგი გვაქვს ტურიზმის აღდგენის კუთხით მაისის თვეში - ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 258 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი აღდგა 95 პროცენტით, თუ ამას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,781,782 (+250.4%) აშშ დოლარით. რაც შეეხება იანვარი-მაისის მონაცემებს, ამ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3%-ით აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მაისის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204 (+374.5%) აშშ დოლარით მეტია. „ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა სტრატეგიამ, სამოქმედო გეგმამ და ყველა აქტივობამ, რომელიც გვაქვს კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის კუთხით, შედეგი გამოიღო. ამ პროცესში ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს ავიაციის სექტორის განვითარებას - ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც მიმდინარე წელს დავაინტერესეთ საქართველოს ბაზრით და ახალი პირდაპირი რეისები, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღდგენაზე. განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა წელს კიდევ უფრო წარმატებული იქნება" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)