19:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 16:09:26, 1504 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - „3 + 3“ ფორმატის ფარგლებში ყოველთვის მზად ვიქნებით ქართველ კოლეგებთან შესახვედრად

სამხრეთ კავკასიის საკითხებზე "3 + 3" ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ უკრაინა მზად არის განაღმვის სამუშაობი დაიწყოს, მაშინ მათ შორის შეთანხმება შედგება.

" შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი მონაწილეობით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, იმედი მაქვს, რომ მის დაანონსებას უახლოეს მომავალში შევძლებთ, ასევე ვისაუბრეთ, რომ თუ უკრაინა მზად არის განაღმვის სამუშაოები დაიწყოს, მაშინ ჩვენც მზად ვართ ამისთვის საკითხების გადასაჭრელად ". - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics