18:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-05 15:42:31, 1781 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ

ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სევეროდონეცკის ზუსტად ნახევარს.

მისი თქმით, დამპყრობლებმა დაკარგეს დიდი რაოდენობით პერსონალი, რვა რუსი ტყვედ ჩავარდა.

„რუსები მართლაც აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის 70%-ს, მაგრამ ორ დღეში მათ უკან დაიხიეს, ქალაქი ზუსტად შუაზე გაიყო. მათ ეშინიათ ქალაქში ასე თავისუფლად სეირნობის“.

გაიდაიმ განმარტა, რომ მტრის ჯარის ყველა რეზერვი მიმართული იყო სევეროდონეცკის და ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალის აღებას.

რუსეთის ძალებს ჯერ კიდევ შეეძლოთ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღება, მაგრამ უკრაინის თავდაცვა ამ საკვანძო პოზიციაზე რჩება ძლიერი, იტყობინება ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი.

ახლა ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის ქუჩებში, რუსებმა სევეროდონეცკის მოსახლეობის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაასახლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics