06:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 11:56:00, 907 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის პოპულარიზაცია გერმანიაში

პრესტიჟულ გერმანულ გამოცემაში „Wein+Markt" ქართული ღვინოების შესახებ სტატია დაიბეჭდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations" ორგანიზებით, გამომცემლობასთან „WEIN+MARKT" თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით „Best of" გაიმართა.

კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ მაინცში ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა  და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.  
კონკურსზე  წარდგენილი ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 100 ნიმუშიდან 48 საუკეთესო შეირჩა.

შერჩეულ ღვინოებზე სტატია  პრესტიჟული გამოცემის „Wein+Markt" ზაფხულის ნომერში დაიბეჭდება.  
„Wein+Markt" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც  სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations" ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად  გრძელდება.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2021 წელს, საქართველოდან გერმანიაში 900 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 23%).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics