06:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 22:16:55, 1106 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში, დასაქმების ფორუმი გაიმართება

25 მაისს, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიების მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის თავმოყრა. ასევე - სამუშაოს მაძიებლებსა და  დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, დასაქმების ფორუმში, აჭარაში მოქმედი, 70-მდე  მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობს. ისინი სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, სამრეწველო, საბანკო და სხვადასხვა სფეროებიდან წარმოადგენენ 244 ვაკანსიას, 1370-ზე მეტი სამუშაო ადგილით.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიება, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ აჭარის რეგიონის წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას.  

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics