06:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 12:07:24, 1453 ნახვა

ეკონომიკა
სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლაში ქართული ღვინის მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა

სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, შვედეთში,  სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლაში „The Wine Hub" ქართული ღვინის მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გოგა თევზაძე უძღვებოდა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ადგილობრივი სომელიეებისთვის, კვებისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და უფროსი მრჩეველი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ და თავმჯდომარის მრჩეველმა, გოგა თევზაძე შეხვედრები გამართეს ალკოჰოლის რეალიზაციის სახელმწიფო მონოპოლიური კომპანიის „Systembolaget" გაყიდვების ხელმძღვანელ ფრედერიკ არენანდერთან, მარკეტინგული კომპანიის „Wine publishing AB" დამფუძნებელ ფრედერიკ შელინთან და შვედეთში უმსხვილესი გამოფენის „Stockholm food and wine fair"პროექტების მენეჯერ ასა ბარდ ტალბორნთან. აღნიშნულ შეხვედრებზე  მხარეებმა განიხილეს შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და პოტენციური მარკეტინგული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics