09:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 15:08:54, 1518 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 40 მილიარდი დოლარის უკრაინის დახმარების პაკეტს. - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

მისივე თქმით, კანონპროექტი სეულში გადაეგზავნა მას შემდეგ, რაც სენატმა დაამტკიცა.ბაიდენი ამჟამად ესწრება სახელმწიფო ვახშამს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან. მან ხელი დღეს მოაწერა დახმარების პაკეტს კამერების მიღმა .

ცნობისთვის, კანონპროექტის მიხედვით, პაკეტი მოიცავს 20,1 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics