09:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 18:02:35, 2659 ნახვა

ომი უკრაინაში
42 ქვეყანა მზადაა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს მხარი დაუჭიროს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმეზე უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარე უკვე 42 ქვეყანამ დაიკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის წინაშე.

„42-მა სახელმწიფომ დაიჭირა უკრაინის მხარე საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეში და გამოაცხადა ჩვენი სარჩელის შეერთების განზრახვა. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებმაც აირჩიეს ისტორიის სწორი მხარე. ეს არის ჭეშმარიტების, საერთაშორისო სამართლის და სამართლიანობის მხარე. მთლიანობაში, ჩვენ პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენებთ რუსეთის ფედერაციას“,- განაცხადა ზელენკსიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ ტრიბუნალი, რომელიც რუსეთს შეიარაღებული აგრესიის გამო პასუხისმგებელია, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს ფარგლებში შეიქმნება, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს ცალკე სტრუქტურა. მისი თქმით, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ბევრი ქვეყნის შეთანხმება სჭირდება, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებით უნდა დაფორმდეს.

„ასეთმა შეთანხმებამ და ასეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებამ უნდა მიიღოს საერთაშორისო მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეა", - განაცხადა მალიუსკამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics