08:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 11:32:31, 2541 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის ჯარებს სავარაუდოდ 1700-მდე აზოვსტალის დამცველი ჩაბარდა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მარიუპოლში სავარაუდოდ აზოვსტალის 1700-მდე დამცველი რუსულ ჯარებს ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ჩაბარების შემდეგ უცნობია, კიდევ რადმენი მებრძოლი რჩება ქარხნის ტერიტორიაზე.

„სავარაუდოდ, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის აზოვსტალის 1700-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა. ქარხანაში რჩება უკრაინული ძალების უცნობი რაოდენობა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენის ოპერაცია 16 მაისიდან მიმდინარეობს. შეთანხმებების ფარგლებში მარიუპოლის დამცველები სამედიცინო დახმარების გაწევით მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავთ. სამომავლოდ იგეგმება მათი გათავისუფლება პატიმრების გაცვლის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთი დათანხმდა აზოვსტალის დამცველების ევაკუაციას, რათა რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინა სრული კონტროლი მარიუპოლზე.

უკრაინულმა მხარემ დაადასტურა აზოვსტალიდან 260 მებრძოლის გასვლა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. თუმცა პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს, კიევი ამას იმით ხსნის, რომ მტერთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და მონაცემების გამჟღავნება მარიუპოლის დამცველებს  შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics