|
2022-05-17 14:10:22, 1555 ნახვა
სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორი კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი ლენა ოუენსი, კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები ენდრიუ ჟიგიელსკი, კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი ესწრებოდნენ. მხარეებმა კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის, კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ოთხდღიანი ტრენინგის შესახებ, რომელიც აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 17-20 მაისს ჩატარდება. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)