07:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 02:04:52, 2895 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების გადარჩენა დაიწყო, ამას დრო დასჭირდება

მარიუპოლის დამცველების გადარჩენა დაიწყო, ამას დრო დასჭირდება - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში გააკეთა.

„მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედროებმა, დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში გამოყვანაზე, მუშაობა გრძელდება და ამ საქმეს დელიკატური მიდგომა სჭირდება. და ჭირდება დრო.

უკრაინის სამხედროების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას“, - განაცხადა ვლოდიმერ ზელენსკიმ.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვსტალის ქარხანა დატოვა. სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცებს შორის არიან დაჭრილებიც.

უკრაინული ოფიციალური წყაროები აზოვსტალის გარშემო არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბლოკირებულ უკრაინელ სამხედროებთან მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლებელი გახდა დაჭრილების გადაყვანაზე ქალაქ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში თვითგამოცხადებული DPR-ის ტერიტორიაზე.

Reuters-ის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე 600-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

მანამდე უკრაინული აზოვის პოლკის განცხადება, რომელსაც ეკუთვნის აზოვსტალის მრავალი დამცველი, ასევე გამოჩნდა Telegram-ში უმაღლესი სარდლობის გარკვეული ბრძანების შესრულების შესახებ. პოლკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება ეხებოდა მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ პირდაპირ არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რისგან შედგებოდა იგი.

ამასთან, უკრაინული მედიის Telegram-ის არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics