05:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 13:36:47, 2523 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინთან კიდევ ერთი რუსული ხომალდი დააზიანეს

უკრაინელმა სამხედროებმა, კუნძულ ზმეინთან კიდევ ერთი  რუსული ხომალდი „ვსევოლოდ ბობროვი“  დააზიანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩი Feigin Live-ზე ავრცელებს.

არესტოვიმიჩის თქმით, წინასწარი მონაცემები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს, მიუთითებს იმაზე, რომ გემი არ ჩაიძირა, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა.

„კიდევ ერთი ჩერნობაევკა არის ზმეებაევკა. ძვრებიან და ადიან. აბა, აიღეთ ეს უბედური ოთხი ფეხბურთის მოედნის ზომის კუნძული, რომელზედაც დასამალი არსად არის", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი გემი დაკარგა. ხოლო 7 მაისს უკრაინულმა Bayraktar TB2-მა კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა.

6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურინ ინფორმაციით, რუსულმა საზღვაო ძალებმა, გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ, უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ. რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული..

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics