10:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 12:33:52, 1031 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია DNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს

მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია DNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურისრული დეპარტამენტი ავრცელებს.

დუბაიში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და DNATA-ს მენეჯმენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გალფის ქვეყნებში ბათუმის პოპულარიზაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

არაბული კომპანია DNATA მსოფლიოს 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ის 320 ავიაკომპანიის მილიონობით მგზავრს ემსახურება. წელს, კი კომპანია გალფის ქვეყნებში ბათუმს, როგორცოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებას გაუწევს რეკლამას და აქტიურად შესთავაზებსმომხმარებლებს. 

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის "ATM"-ს ფარგლებშიმიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა დაზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics