02:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 10:44:35, 1703 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხე, შესაძლოა, პოლონეთიდან მოდიოდეს. - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.

"ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან, ძალიან აგრესიული რიტორიკა მოდის, რაც ტრადიციულად არასდროს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მტრულად განწყობილი გახდა. ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება საფრთხე მოდიოდეს, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა ისაუბრა. ეს აშკარა ფაქტებია". - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics