00:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 15:07:21, 1448 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის გაზზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, რადგან ის სანდო პარტნიორი აღარაა

ევროკავშირმა უნდა შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, ის აღარ არის სანდო პარტნიორი,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა და სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ამასთან კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა გადაწყდეს მოიგო თუ არა ომი უკრაინამ, მან თქვა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

„ევროკავშირს არ შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გადარიცხვა რუსეთში, მისი ღირებულებების გათვალისწინებით", - განაცხადა ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და ევროკავშირის მიერ მიღებული აუცილებელი სანქციები იმაზე ბევრადმეტია, ვიდრე სტრეს-ტესტი ქვეყნების ეკონომიკისთვის.

შეგახსენებთ, მანამდე ლაიენმა უკვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ მეექვსე პაკეტის დაწესებისთვს ემზადება, სადაც რუსული ნავთობის სრული აკრძალვა იგეგმება. ნედლი ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად 2022 წლის ბოლომდე შეწყდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics