22:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 16:01:20, 1581 ნახვა

ომი უკრაინაში
„არ შეგვიძლია იგივე შეცდომის გამეორება, რაც 2014 წელს დავუშვით“ - ჯონსონმა უკრაინულ რადას მიმართა და სამხედრო დახმარებას დაჰპირდა

 ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის რადას დისტანციურად მიმართა და ქვეყანას ახალ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. 

 პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას  უკრაინისთვის ახალი იარაღის, საარტილერიო რადარებისა და დაცვის საშუალებების გადაცემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა 2014 წელს დაუშვა, როდესაც არ დაეხმარა უკრაინას და რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.

„ჩვენ, რომლებიც თქვენი მეგობრები ვართ, თავმდაბლები უნდა ვიყოთ იმაზე, რაც მოხდა 2014 წელს. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ჩვენ ერთობლივად ვერ მოვახერხეთ სანქციების დაწესება, რომელიც მაშინ უნდა დაგვეყენებინა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია იგივე შეცდომის გამეორება",- განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვირტუალური გამოსვლა რადაში ერთგვარი პასუხია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიმართ, რომელმაც მარტში თემთა პალატაში ისტორიული სიტყვა წარმოთქვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics