11:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 18:27:54, 2161 ნახვა

ეკონომიკა
ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა „Sberbank“-ს ლიცენზია შეუჩერა

ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა „Sberbank“-ს  ლიცენზია გაუუქმა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Telegram-ით ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აპრილის შუა რიცხვებში ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა გააუქმა Sberbank-ისთვის გაცემული ლიცენზია. კომპანიას აპელაციის შესატანად15 დღე ჰქონდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ჩეხეთის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საბოლოო გახდა“- აღნიშნულია განცხადებაში.

ლიცენზიის გაუქმების მიზეზი 2022 წლის 25 თებერვლიდან კლიენტების წინაშე დეპოზიტების მნიშვნელოვანი გადინების გამო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, ახლა ბანკი ვეღარ შეძლებს დეპოზიტების მიღებას, სესხების გაცემას ან რაიმე სხვა აქტივობის განხორციელებას ჩეხეთის რესპუბლიკაში.

გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი სასამართლოს Sberbank CZ-ის ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში, სავარაუდოდ „Sberbank”-იც მოხვდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics