16:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 18:21:33, 4504 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 2665 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3053 კი დაშავდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 25 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე ომს 2665 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 3053 კი დაშავდა. გაერომ ასევე დაადასტურა 67 ბავშვის დაღუპვა.

გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოა, რომ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის ვითარებაში, მონაცემების დროული დაზუსტება ვერ ხდება.

„სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა ფართო ზემოქმედების მქონე  ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებას ემსხვერპლა მათ შორის მძიმე არტილერიასა და მრავალჯერად სარაკეტო დაბომბვას."- აღნიშნულია გაეროს  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედების გამო, ორგანიზაციას არ შეუძლია ინციდენტების ადგილების მონახულება და ადგილზე  დაზარალებულთა და მოწმეთა გამოკითხვა. მიმდინარე განახლებაში წარმოდგენილი სტატისტიკა ეფუძნება ინდივიდუალურ სამოქალაქო  ჩანაწერებს, რომელშიც  დაკმაყოფილებულია მტკიცების სტანდარტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics