17:30 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 12:16:11, 3242 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი, მათი მიზანია, განეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წელს

ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიციის მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ქართველ ხალხსა და ქვეყანას. 

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ე.წ მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას და მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა - პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადმაიანური თუ სხვა უკრაინელი ძმების და დების მიმართ.

ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს.ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებს.  უნდა ითქვას პირდაპირ - მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. 

გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ მთავარსარდალი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics