02:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 11:28:29, 878 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg - რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა

რუბლი დოლართან მიმართებით დაახლოებით 30%-ით დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.

ამ დროისთვის "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 105 რუბლს აჭარბებს.

მათივე ცნობით,  აქტივების დაცემა ეკონომიკისთვის დაწესებულ უმკაცრეს სანქციებს უკავშირდება.

რუსული აქტივების ღირებულება ქვეყნის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ ეცემა. რუბლის ვარდნამ თებერვალში ის განვითარებადი ბაზრების ყველაზე უარეს ვალუტად აქცია. სავალუტო ბაზრების მოვაჭრეები სიდნეიდან ჰონგ-კონგამდე რუბლში ვაჭრობას აჩერებენ.

CME რუბლის ფიუჩერსები გახსნის შემდეგ 30%-ზე მეტით დაეცა.

City Index-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის მეთიუ სიმპსონის, თქმით, რუბლი ახლა თავისუფალ ვარდნაშია, რადგან სანქციები და შეზღუდვები რუსეთის ცენტრალურ ბანკზე ძალაში შედის.

"CME ფიუჩერსი 30%-ზე მეტით დაეცა გახსნის შემდეგ, რაც არ არის ის, რისი მოსმენაც რუსებს სურთ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაღდი ფულის გაცემის პუნქტებში რიგებში დგანან",- ამბობს სიმპსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics