22:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 20:12:12, 3914 ნახვა

ომი უკრაინაში
NCDC - აცრის შემდეგ გარდაცვალების სულ 7 შემთხვევაა, მათგან 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრის შემდეგ განსაზღვრულ პერიოდში, გარდაცვალების სულ 7 შემთხვევაა რეგისტრირებული.

გარდაცვალების 7 შემთხვევიდან 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. დარჩენილი 2 შემთხვევიდან ერთის განხილვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენამდე, დროებით შეჩერებულია. რაც შეეხება მეორე პაციენტის გარდაცვალებას, საქმე ჯერ არ განხილულა კომიტეტის მიერ. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრმდე, საქართველოში სულ იმუნიზაციის 2 514 871 შემთხვევა აღირიცხა. მათგან რომელთაგან 1929 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული მოვლენა აღირიცხა.

რაც შეეხება რეინფიცირებას, პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ დეკემბრამდე, კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების 10 997 შემთხვევა აღირიცხა. მათგან აცრილი კი, 1 833 პაციენტი იყო. რეინფიცირების შედეგად სრულად ვაქცინირებულ პირთა გარდაცვალების მაჩვენებელი კი, 4-ს უდრის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics