21:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 12:14:01, 1939 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები შევიდა

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. განალებული პროტოკოლის მიხედვით, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს.

ასევე, ბავშვის კლინიკაში გადაყვანა საჭიროა, თუ დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება, ან გამწვავება პროგრესირებს.

პროტოკოლის თანახმად, რეკომენდებულია კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის ჩვილის ჰოსპიტალში გადაყვანა.

რაც შეეხება დანარჩენ რისკის კრიტერიუმებს, რა დროსაც ბავშვის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, ესენია: კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა, ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა), გულსისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ნერვ-კუნთოვანი დაავადება. ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი). მეტაბოლური დარღვევები. იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა). მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები.

განახლებული პროტოკოლის მიხედვით, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გასტროენტერიტის სურათი ზომიერი, ან მძიმე დეჰიდრატაციით, ასევე აქვთ მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics