10:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 14:51:34, 875 ნახვა

ეკონომიკა
ბოლო ორ წელში აჭარას 100-მდე ტურისტული ობიექტი შეემატა

2020-2021 წლებში, აჭარაში 100-მდე ტურისტული ობიექტი გაიხსნა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანდემიის მიუხედავად რეგიონს სასტუმროები, კაფე-რესტორნები, კოტეჯები და გლემფინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაემატა. ტურისტული ობიექტების 60% მთიან აჭარაში ამოქმედდა, 40% კი ბათუმსა და ქ. ქობულეთში. „ეკოჰაუს მერისი“, „ჰილლ ინნ“, “სანლენდი“, „გლემფინგ თაგო“, „ვუდჰაიდი“, „ვუდფექერი“ „სანლენდი“ იმ ობიექტებს შორისაა, სადაც ტურისტებს აჭარის ულამაზეს ბუნებაში გლამურული კემპინგის საშუალება აქვთ. გარდა კოტეჯებისა რეგიონს ასევე შეემატა ისეთი მაღალი კლასის სასტუმროები, როგორებიცაა „ლიც რეზორტი“ „გონიო როშე“, „ამბასადორ გოდერძი“, „პანორამა კვარიათი“ და ტურისტული კომპლექსი „შატო კვირიკე“.

"მთიან აჭარას ახალ ტურისტულ ობიექტებთან ერთად ახალი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებებიც დაემატა. კანიონინგი სოფელ უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა ჯვარიმინდორზე, კაპნისთავის, ჩირუხისა და ღორჯომის ტურისტული მარშრუტები იმ ახალ მიმართულებებს შორისაა, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში შექმნა. სააგენტო მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროექტების განხორციელების მიმართულებით მუშაობას მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს. წელს, დაიწყება ხიხანზე ასასვლელი ბილიკისა და ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა." - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics