15:54 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 08:26:33, 813 ნახვა

საზოგადოება
DRI - ცხინვალის დაკავების იზოლატორში, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული 7 პირი იმყოფება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, დე ფაქტო ცხინვალში უკანონო დაკავებების  მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია.

DRI -ის ცნობით, ცხინვალის დაკავების იზოლატორში, დღეის მდგომარეობით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული შვიდი პირი იმყოფება.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  2021 წლის აგვისტოდან დღემდე, დე ფაქტო საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს ათი ადამიანი; აქედან სამი გათავისუფლდა." - აღნიშნავს DRI.

ამასთან, DRI მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს: საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები, ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.  

საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გელა გოჭოშვილის, მამუკა ჩხიკვაძის და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. აუცილებელია, ცხინვალში საოკუპაციო ძალების მხრიდან სიტუაციის გაუარესების ტენდენციაზე ხაზგასმა და საერთაშორისო საზოგადოებასთან პროაქტიული მუშაობა, ზემოაღნიშნული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის." - ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics