21:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 15:27:57, 457 ნახვა

საზოგადოება
კასპში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

კასპში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 88-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურების მიღებას კასპის მცხოვრებნი საკუთარი ქალაქიდან გაუსვლელად შეძლებენ.

მათივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მისი  მომსახურების სივრცე 308 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს  200-ზე მეტ სერვისს „ერთი ფანჯრის" პრინციპით აწვდის.  ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.

დღესვე საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. ბიუროს ახალი ოფისი ქართლის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

კასპის საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

კასპის მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები ქართლის რეგიონში – გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში - ფუნქციონირებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics