19:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 13:58:32, 941 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმართულებებზე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) სტრატეგიის საკითხებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ბანკის წარმომადგენლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და ყურადღება ინვესტიციების მოზიდვის და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობებზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებს და მასთან გამკლავების საკითხებსაც.

„ჩვენი სამინისტროს მიზანია, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორი მაქსიმალურად განვითარდეს, გაიზარდოს წარმოება და, შესაბამისად,  შემოსავალი. ამის პოტენციალი ქვეყანაში რეალურად არსებობს. დარგში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებით და ახალ ბაზრებზე წვდომით, ამ პოტენციალის გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეინ როზენტალმა მინისტრს ის მიზნები გაუზიარა, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერ აგრარული სექტორის ხელშეწყობას განსაზღვრავს და განსაკუთრებული ყურადღება წყლის რესურსების მართვის საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics