|
2021-11-24 13:07:47, 898 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ჩართულობით ლაგოდეხში ოთხ სართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს. 12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ტყეში. პროექტის ჯამური ღირებულება - 1 500 000 ლარია, ხოლო ბანკის მხრიდან გაცემული ინვესტიცია კი 440 000 ლარს შეადგენს. თანხა სრულად მოხმარდა სასტუმროს მშენებლობის დასრულებას. „მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ისეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც საქართველოს ბანკია. სწორედ ბანკის მხარდაჭერით წარმატებით ვიღებთ ვიზიტორებს და უკვე გაფართოებასაც ვგეგმავთ. ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მიწაც შეძენილი გვაქვს. ამ ეტაპზე მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღია საცურაო აუზებს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვის, ასევე გემრიელ სამზარეულოს და ცოცხალ მუსიკას. სასტუმროს აქვს ლამაზი ვერანდა“- განაცხადა სასტუმრო „გალილეოს“ დირექტორმა, თემური ტეფნაძემ. „სასიამოვნოა როცა ხედავ, როგორ ფართოვდება და ძლიერდება ბიზნესი. სასტუმრო „გალილეო“ არათუ წარმატებით ოპერირებს, არამედ სამომავლო განვითარებას გეგმავს და ამისათვის უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გვჯერა, რომ სწორედ ასეთ პერსპექტიულ ბიზნესებს შეუძლია მდგრადი პროექტების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის გაძლიერება. ჩვენ კი ვცდილობთ არ გავჩერდეთ რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესისთვის საჭირო სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით“,- განცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)