|
2021-11-22 10:34:14, 600 ნახვა
ეკონომიკა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-ი „თიბისის“ ბიზნეს ინტერნეტბანკი 2021 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა
საქართველოში ბიზნეს ინტერნეტბანკი პირველად 2012 წელს სწორედ „თიბისიმ“ შექმნა და დღემდე იგი არის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ბანკი ბიზნესისთვის. თავისი არსებობის მანძილზე ბიზნეს ინტერნეტბანკი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა სხვადასხვა კატეგორიაში. „თიბისის მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად გაერთიანდა ჩვენი გუნდი, რომელსაც ამოძრავებს ამბიცია, რომ საუკეთესო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს. ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისებს და ჩვენ მიერ დანერგილი მომსახურების სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას - ციფრულ ტრანსფორმაციას. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „თიბისის“ ბიზნეს ინტერნეტბანკი ლიდერია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ახლა უკვე მსოფლიოშიც. მადლობას ვუხდი გუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგები მოუტანა თიბისის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „თიბისი“, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად იკვლევს და სწავლობს, რა მომსახურება სჭირდება ბიზნესს მათი ყოველდღიური ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად. ეს აღნიშნული ჯილდო ამ მუდმივი გაუმჯობესების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია. წელს თიბისიმ Global Finance-ის კიდევ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, თიბისის კორპორატიული მობაილ ბანკის აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2021 წელს საუკეთესოდ დასახელდა. თიბისი, ასევე, აღიარეს ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად და საუკეთესო ინტეგრირებულ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ასევე თიბისი დასახელდა საუკეთესო ონლაინ პორტალად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. „თიბისიმ“ 2019 წელსაც მოიპოვე მსოფლიო აღიარება, როდესაც GLobal Finance-მა „თიბისის“ მობაილბანკი საცალო სეგმენტისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)