|
2021-10-24 11:54:00, 1274 ნახვა
მსოფლიო
გაზპრომი მოლდოვას ბუნებრივი აირის შეწყვეტით ემუქრება
რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ "გაზპრომმა" შეიძლება სრულად უარი თქვას, მოლდოვის გაზით მომარაგებაზე. როგორც გაზპრომის განცხადებაშია აღნიშნული თუ კიშინიოვი არ დაფარავს ვალს და არ შეთანხმდება ახალი კონტრაქტის პირობებზე, ქვეყანას გაზმომარაგება შეუწყდება. "ამავდროულად, მოლდოვის წარმომადგენლებს, რატომღაც, არ სურთ დაგროვილი დავალიანების აღიარება. მოლდოვის წარმომადგენლებს ასევე არ მოსწონთ გაზის ფასი, თუმცა აქ ფასები მკაფიო და გამჭვირვალეა", - აცხადებეს კუპრიანოვი. "ჩვენ კრიტიკული სიტუაციის წინაშე ვდგავართ", – ამბობს მოლდოვის პრემირმინისტრი, ნატალია გავრილიტა. სექტემბერში Gazprom-მა და Moldovagaz-მა კონტრაქტი 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს, თუმცა, პრემიერის თქმით, Moldovagaz-ი ქვეყანას სამყოფ გაზს არ აწვდის და ოქტომბერში მიღებული ბუნებრივი აირის რაოდენობა იმის მესამედია, რაც ჩვეულებრივ ოქტომბერში უნდა მიეწოდებოდეთ. მოლდოვა კვლავ ცდილობს ურთიერთობას Gazprom-თან ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების იმედი არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)