21:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 20:29:43, 716 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა აშშ-სთან და NATO-სთან ერთად სამხედრო წვრთნებს იწყებს

უკრაინამ აშშ-სა და ნატო-ს ჯარებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო,  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ წვრთნების  პარალელურადაც  რუსეთი და ბელარუსი ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებდნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, წვრთნებში, რომელიც პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება, 4000 უკრაინელი და 2000 უცხოელი ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.

"მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ცოდნისა და ძალისხმევის კონცენტრაციას შეძლებს, რათა დაანახოთ აგრესორ ქვეყნებს, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ", - აღნიშნა უკრაინული ძალების მეთაურმა იგორ პალანიკმა უკრაინის საერთაშორისო სამშვიდობო უსაფრთხოების ცენტრში გახსნის ცერემონიაზე.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით სწავლებაში ვაშინგტონის ეროვნული გვარდიის საბრძოლო ბრიგადა იღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე აპრილიდანაა განლაგებული. სწავლებაში, რომლის მიზანიც პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაზრდაა, 12 ქვეყნის სამხედრო ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას.

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics