19:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 12:53:05, 756 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება ხუთი წლის ვადით გაფორმდება

საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ერთწლიანი განახლების ნაცვლად ხუთი წლის ვადით გაფორმდება.

აღნიშნული ინფორმაცია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაადასტურა.

„ინფორმაცია ზუსტია. ჩვენ განვიხილავთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გახანგრძლივებას ხუთი წლის ვადით, რათა მისი ყოველწლიური განახლების საჭიროება არ იყოს. აღნიშნული ორივე მხარეს დაგეგმარების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა მიცოტაკისმა.

მისი თქმით, ეს არის საბერძნეთში აშშ-ის ყოფნისა და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მორიგი დადასტურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics