01:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 20:25:23, 1959 ნახვა

ომი უკრაინაში
8 აგვისტოდან ნიდერლანდები, საქართველოს „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიენიჭებს

 ნიდერლანდებმა , საქართველო „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სიაში შეიყვანა.- ამის შესახებ ინფორმაციას  ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ (a very high-risk area) სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“.

 ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებმა, ნიდერლანდებში შესვლისას უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ასევე - კორონავირუსზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ამასთან "საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია  საელჩოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics