00:04 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 16:40:03, 417 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის“ მხარდაჭერით, მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მემორანდუმით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება გულისხმობს, დეპარტამენტის მხრიდან ფოსტისთვის საქართველოს, კერძოდ, კი  აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტომასალის გადაცემასა და სარგებლობის უფლების მინიჭებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალი კვირიდან, „საქართველოს ფოსტის“ რიგ სერვისცენტრებში, რეალიზაციაში ჩაეშვება აჭარის ვიზუალის ამსახველი საფოსტო ბარათები.

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით.

„საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი, კერძოდ აჭარაში 7 სერვისცენტრი ოპერირებს. „საქართველოს ფოსტის“ მიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics