|
2021-06-28 22:34:10, 916 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან
„ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია „ვიზეართან". ჩვენ ხელს შევუწყობთ ავიაკომპანიას, რათა გააძლიეროს წარმომადგენლობა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში და გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ, იმოგზაურონ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ვიზეარის" კომერციულ დირექტორთან ჯორჯ მიხალოპულოსთან და ამავე კომპანიის აეროპორტების განვითარების მენეჯერთან ვიქტორია სულესთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა უნგრულ ავიაკომპანიასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მოკლე ვადებში დავაბრუნოთ „ვიზეარის" ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც გამოიწვევს იმერეთის მხარის ტურისტული მიმართულების გაძლიერებას, ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სწრაფად აღდგენას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)