23:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 22:41:01, 846 ნახვა

ეკონომიკა
ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio ქუთაისის განახლებულ აეროპორტს ვიდეო-რგოლს უძღვნის

„ქუთაისი იქცა ტრადიციულ ქართულ დერეფნად ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის, რომელსაც განახლებული აეროპორტი მასპინძლობს“, - ასე მოიხსენიებენ  ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს მთავარი არქიტექტორები ვიდეო-რგოლში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს.

კომპანია UN Studio-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. 3 წუთნახევრიან ვიდეო-რგოლში საუბარია განახლებული აეროპორტის უნიკალურ დიზაინზე და ზოგადად, აეროპორტის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და განსაკუთრებით, იმერეთის რეგიონისთვის.

„ეს არ არის დანიშნულების ადგილი მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს არის შექმნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმერლებისთვის. ჩვენ შევქმენით ე.წ. ერთობლივი ყვითელი ქოლგა, რომელიც ზოგადად ადამიანების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული. ქოლგის შიგნით არის მესამე სივრცე, შიდა ეზო. ეს არის ამ ორიგინალური ტერმინალის საიდუმლო ელემენტი და სწორედ ეს კონცეფცია გავიზიარეთ ტერმინალის გაფართოებისას. რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და რომანტიკულიც გამხდარიყო“,-აცხადებენ ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინის შემქმნელები.

ვიდეო-რგოლში საუბარია იმაზე, რომ ახალი აეროპორტის დიზაინი მთლიანად მგზავრების კომფორტზეა მორგებული.

„ახალი ინტერიერი აეროპორტის სავიზიტო ბარათია. 2014 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს 14 ულამაზეს აეროპორტებს შორის მოხვდა. დიდი მადლობა გვსურს ვუთხრათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, სწორედ მათი დაკვეთით შევასრულეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დიზაინი“, - აცხადებენ UN Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics