06:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 14:55:36, 890 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევებიდან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

როგორც ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, შეინ როზენტალს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, მასშტაბური ღონისძიება, რომლის მასპინძელი ქვეყანა 2021 წელს საქართველო იყო მომავალში, პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.

მხარეებმა მიმოიხილეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. ADB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკსა და საქართველოს შორის კვლავ დინამიურად განვითარდება.

ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს ქვეყანას როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის.

როგორც მან აღნიშნა, რომ არა გლობალური პანდემია და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში,  პოსტპანდემიურ პერიოდში, თბილისი შეძლებს ღირსეულად და მასშტაბურად უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულების მხარდაჭერას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics